ოზურგეთის შესასვლელში მაღალ სვეტზე გაკრული წარწერა “ოზურგეთი“ უკვე თვეებია აღარ არის. ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, თუ როდის დაუბრუნდება სვეტს წარწერა “ოზურგეთი“, მაგრამ, როგორც ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, ოზურგეთში შემოსასვლელი მანიშნებლების მოწყობა ეტაპრობრივად დაიწყება.
აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც სვეტი დგას, მცხოვრებლების ერთი ნაწილი ამბობს, რომ წარწერა ძველისძველი იყო და გრიგალის დროს ჩამოვარდა 2017 წელს.
“არც კი გვახსოვს, როდის ჩამოვარდა და არც ის ვიცით, როდის აღდგება ეს წარწერა“, _ გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად გეგმავს ოზურგეთში შემოსასვლელი მანიშნებლების მოწყობა. პირველ ეტაპზე, ჭანიეთი-ქაქუთის საზღვართან არსებული მანიშნებელი მოეწყობა. სვეტზე გაკეთდება შესაბამისი მოცულობითი წარწერები და მოხდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ასევე, მანიშნებლები მოეწყობა ლანჩხუთი-ოზურგეთის (ურეკი-წყალწმინდას) საზღვარსა და ჩოხატაური-ოზურგეთის (ნაგომარი) საზღვარზე.
რაც შეეხება , ქალაქ ოზურგეთში არსებული შემოსასვლელის მანიშნებელს, მოხდება მისი კეთილმოწყობაც”, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში.