გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    “ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა”- რა მოხდა დამასკოში

    “შეაჩერეთ ომის ტრაგედია”- რომის პაპი

    დაფიქსირდა თუ არა რადიაციის დონის მატება ირანში აშშ-ს იერიშის შემდეგ

    ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს  _ „ეს იყო ტრამპის თხოვნა“

    ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

    აშშ-მ წუხელ ირანის ირანის ბირთვული პროგრამის სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    “გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და”_ავარია, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

    მსოფლიო ბანკმა სიღარიბის ზღვარი ერთ სულ მოსახლეზე დღეში 3 დოლარამდე გაზარდა

    ოზურგეთელი ქეთევან მამალაძე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

    კალაძის კანდიდატურა თბილისის მერის პოზიციაზე უალტერნატივოა – კობახიძე

    ერთმანეთს ავტოგადამზიდი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა _ არის მსხვერპლი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    “რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

    “ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

    “ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას”- კოტე იოსელიანი

    “გა­მარ­ჯო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა” – რას წერს ნიკა გვარამია

    “კოტე, მოგკლეს თუ მოგდღნეს… ყველა ძველი ბიჭი აქაა” _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,, ხმები საიდან მოაქვთ ეგ მაინც გვითხრან…“ – გოჩა მირცხულავა

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    “ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა”- რა მოხდა დამასკოში

    “შეაჩერეთ ომის ტრაგედია”- რომის პაპი

    დაფიქსირდა თუ არა რადიაციის დონის მატება ირანში აშშ-ს იერიშის შემდეგ

    ბელორუსში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს  _ „ეს იყო ტრამპის თხოვნა“

    ნატო-ს სამიტზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

    აშშ-მ წუხელ ირანის ირანის ბირთვული პროგრამის სამ მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ერთხელ “ველურ დასავლეთში”

11:03; 17.03.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

მსოფლიოში ყოველი ომის შემდეგ იარაღი იცვლებოდა, იხვეწებოდა და მისი მოხმარება იზრდებოდა. მაგალითად, 1846-48 წლების მექსიკა-ამერიკის ომის დროს მთავრობამ სემუელ კოლტის იარაღის 50% სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო დაიწუნა. მაშინ კოლტმა საკუთარი ნაწარმის გაყიდვა ჩვეულებრივ მოქალაქეებზე დაიწყო, რომელნიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობდნენ რევოლვერებს და თანაც ბევრად უფრო მაღალ ფასად, ვიდრე მთავრობას შეეძლო გადაეხადა. იარაღის ხელმისაწვდომობამ და ომიდან დაბრუნებული შეიარაღებული ჯარისკაცებისა და მოხალისეების ფაქტორმა კი გაზარდა ძალადობრივი ქმედებებისა და დანაშაულებათა რიცხვი. შეცვლილი ფსიქიკისა და მსოფლმხედველობის მქონე ომის ვეტერანები საზოგადოებისაგან გარიყულად გრძნობდნენ თავს, საკუთარ ადგილს ვერ პოულობდნენ, დაგროვილი ნეგატიური ენერგია მოსვენებას არ აძლევდა და ხშირად საკუთარ პრობლემებს ძალადობრივი ქმედებებით სწყვეტდნენ.

მიუხედავად ცუდი რეპუტაციისა ცნობილია, რომ დასავლეთის “მენახირე” ქალაქებსა და ღია ტერიტორიებზე მომხდარი ძალადობა და მკვლელობა, იმ პერიოდშიც კი როცა ისტორიულად მიმდინარეობდა კლასიკური ვესთერნის მოქმედება, ანუ სამოქალაქო ომის შემდგომ 30 წლის განმავლობაში, ახლოსაც ვერ მივიდოდა დიდი ქალაქებში გამეფებულ დამნაშავეობასთან. 1870-85 წლებში, როცა ვესთერნების მიხედვით დასავლეთი ყველაზე უფრო “ველური” იყო, მის ყველაზე აუგად ცნობილ ქალაქებში _ აბილენში, უიჩიტასა და დოდჟ-სითიში 45 მკვლელობა მოხდა. 1865 წლიდან 1900 წლის ჩათვლით ამერიკის დასავლეთში ოფიციალურად დაფიქსირებული იყო 600 მკვლელობა (უდავოდ, მკვლელობები უფრო მეტი იქნებოდა, რადგან დასავლეთში როგორც ერთი ავტორი წერდა “ათასობით იყო მსროლელი და ათასობით ხდებოდა შეტაკება”), მაშინ, როცა ნიუ იორკში, სადაც სასამართლო სისტემა უმაღლეს დონეზე იდგა, მხოლოდ 1866 წელს 799 მკვლელობა იყო რეგისტრირებული (ამ თემაზე შექმნილი მართინ სქორსეზის ფილმი “ნიუ იორკის ბანდები” /2004/ საკმაოდ ზუსტად ასახავს იმდროინდელ სასტიკ რეალობას).  რეალობა რომ დიდხანს არ შეცვლილა, ამას ერთი ფაქტი მოწმობს: როცა 1910 წელს ერთმა ნიუ იორკელმა ქალაქის მერი დაჭრა, პოლიციის კორონერმა განაცხადა: “ეს ქალაქი “ველური” დასავლეთის ქალაქს ჰგავს. მას იარაღიანი ადამიანები (განფაითერები) აკონტროლებენ”.  ტერმინი განფაითერი, რომელიც აღნიშნავდა ადამიანს, როგორც ბანდიტს ასევე კანონის დამცველს, ვინც იარაღს კარგად ფლობდა, პირველად გაჟღერდა 1874 წელს, თუმცა საყოველთაოდ XX საუკუნის დასაწყისში დამკვიდრდა. ამერიკელი განფაითერი უნიკალური მოვლენაა, თუმცა მსგავსი პერსონაჟები გამოჩნდნენ ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ცნობილი ბაფალო ბილის შოუმ უზარმაზარი სამსახური გაუწია ქაუბოის, განფაითერს და “ველურ” დასავლეთს და მისმა დიდებამ სხვა ქვეყნის ყველა ცნობილი განფაიტერები (ნედ ქელი, “შეშლილი” ძაღლი მორგანი, ჯეკ დონოჰიუ, ბენ ჰოლი) დაჩრდილა. ალბათ შოუმენი ბაფალო ბილი ვერც კი იფიქრებდა, თუ განფაითერის ჰეროიკული იმიჯის ჩამოყალიბებაში რაოდენ დიდ როლს ითამაშებდა, როცა სცენაზე გამოიყვანა უკვე ლეგენდად ქცეული “ველური” ბილ ჰიქოქი. კლასიკურ ვესთერნებში ამ განფაითერებს, რომლებსაც ასახიერებდნენ უილიამ ჰართი, ტომ მიქსი ან გერი კუპერი, ჰქონდათ გამოგონილი და რომანტიზირებული  ბიოგრაფიები, რომლებიც როგორც წესი არავითარ რეალურ ფაქტებს არ ემყარებოდნენ. ეს ვესთერნები იყო მშვენიერი ზღაპრები სიმამაცეზე, კეთილშობილებაზე, მეგობრობასა და სიყვარულზე. ამერიკელებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ სანაპიროზე, მრავლად ჰქონდათ წაკითხული დასავლეთის ცნობილ ბანდიტებზე, მათ “ჰეროიკულ” ცხოვრებაზე და კინოს გამოჩენისთანავე მათი “ცოცხლად” ნახვა მოისურვეს. ეს კი მშვენივრად გამოიყენეს კინოს მესვეურებმა და “ველური” დასავლეთის ბანდიტები და მძარცველები სამართლიანობისთვის მებრძოლი გმირების რანგში აიყვანეს, რითაც მაშინვე მოუპოვეს მაყურებლის სიმპათია. ასე მოხდა ჰოაკინ მურიეტას, ბილი ქიდის, ჯესი ჯეიმსისა და სხვათა მაგალითზე. მათ შესახებ გადაღებულია უამრავი ფილმი: ბილი ქიდზე და ჯესი ჯეიმსზე შექმნილი ფილმების რაოდენობა სამ ათეულს აღწევს. უფროსი თაობის ადამიანებისათვის კარგად არის ცნობილი ფილმი “შურისმაძიებელი ელდორადოდან”, სადაც ბანდიტი მურიეტა ნაჩვენებია უმწიკვლო და უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანად, რომელიც იძულებული იყო ხელში იარაღი აეღო და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები ჩაედინა (სწორედ მან მისცა დასაბამი ზოროს შესახებ შექმნილ ლეგენდას). ისტორიული ფაქტების მიხედვით კი მურიეტა კალიფორნიაში ყველაზე დიდი ბანდის მეთაური იყო, რომელიც ასამდე კაცს ითვლიდა. მათ მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა უზარმაზარ ციფრს აღწევს, ისინი განსაკუთრებით დაუნდობელნი იყვნენ ჩინელებისა და შავკანიანების მიმართ, არ ინდობდნენ არც ბავშვებს, არც ქალებს და მოხუცებს. ჰოაკინ მურიეტა 23 წლის ასაკში მოკლეს, მის გვამს თავი მოაჭრეს, სპირტიან ქილაში ჩადეს და მნახველებს ერთ დოლარად უჩვენებდნენ. 1906 წლის კალიფორნიის მიწისძვრის შემდეგ მისი თავი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ბანკების მძარცველი, ამ საქმის უკანასკნელი მოჰიკანი ჰენრი სთარი (სხვათა შორის, იგი ერთადერთია “ველური” დასავლეთის ისტორიაში, რომელმაც ერთ ქალაქში, ერთსა და იმავე დღეს, ორი ბანკი გაძარცვა) 1915 წელს ქალაქ სთრაუდში ბანკის ძარცვის დროს დაჭრეს და ციხეში ჩასვეს, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ მას ამნისტია შეეხო და გაათავისუფლეს. მეგობრებმა უმუშევარ სთარს ურჩიეს ბედი კინოში ეცადა: “კინოში უფრო მეტი ფულია, ვიდრე ბანკში.” მართლაც, მან საკუთარი თავი განასახიერა ერთ ვესთერნში, სადაც მოთხრობილია სთრაუდის ბანკის ძარცვის ამბავი. იმ ადამიანის როლზე, ვინც სთარი დაჭრა, იგივე რეალური პიროვნება აიყვანეს. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად, სთარს სხვა პროექტებიც შესთავაზეს, მაგრამ, როგორც იტყვიან, “ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია” და ბანდიტი ისევ ძველ პროფესიას დაუბრუნდა. 1921 წელს არკანზასში ბანკის ძარცვის დროს ჰენრი სთარი თვით ბანკის მმართველმა მოკლა.
ბანდიტებისა და განფაითერების სიცოცხლე უმეტესწილად ძალადობრივად წყდებოდა (ან სახრჩობელაზე, ან ტყვიით). ასე დამთავრდა “ველური” ბილ ჰიქოქის, ჯონ უესლი ჰარდინის, ბილ ლონგლის, ჰარვი ლოგანის, ჯორჯ ფეროთის (ამბობენ, რომ ჩამოხრჩობის შემდეგ იგი ნაწილობრივ გაატყავეს და ჩანთა და ფეხსაცმელები შეკერეს) თომას ბლეკ ჯეკ ქეთჩამის (მისი სიკვდილით დასჯა ყველაზე საზარელი აღმოჩნდა “ველური” დასავლეთის ისტორიაში _ ჩამოხრჩობისას მას თავი მოწყდა  და სხვათა დღეები. იშვიათად, ისიც მხოლოდ ერთეულები, ბუნებრივი სიკვდილით კვდებოდნენ. ასე იყო უაიეთ ერფის მაგალითზე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა “ველური” დასავლეთის, ბანდიტებისა და მსროლელების ეპოქის დასასრული, და საზოგადოებას ისე მიაწოდა საკუთარი ბიოგრაფია და თავგადასავალი, რომ იგი ლამის ნაციონალურ გმირად იქცა. უაიეთ ერფი 1929 წელს გარდაიცვალა და ჯონ ფორდის სიტყვებით, მან ერფის მონათხრობის მიხედვით დადგა “ჩემი საყვარელი ქლემენთინა”. “უაიეთ ერფი პასადენასთან ახლოს ცხოვრობდა. მისი მეუღლე ღვთისმოსავი ქალი იყო. წელიწადში ორჯერ თუ სამჯერ იგი მიდიოდა რელიგიურ კრებებზე. ამ დროს უაიეთი იპარებოდა ქალაქიდან და ჩემს ქაუბოებთან ერთად თვრებოდა. შუადღისთვის მთვრალები უკან ბრუნდებოდნენ, ამიტომ მე გადაღების განრიგის შეცვლა მიხდებოდა… მან მომიყვა  O. K. კორალთან ბრძოლის შესახებ (“ველური” დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა უაიეთ ერფის ძმებს, დოკ ჰოლიდეისა და კლენთონის ბანდას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1881 წლის 26 ოქტომბერს ქ. თუმბსთოუნში). ასე რომ, ჩემ საყვარელ ქლემენთინაში ჩვენ ზუსტად ისე ავსახეთ, როგორც ეს სინამდვილეში იყო. იმის გარდა, რომ მაშინ დოკ ჰოლიდეი არ მოუკლავთ…” თუმცა, ფორდი ამტკიცებს, რომ ყველაფერი სინამდვილესთან ახლოს იდგა, ეს ასე არ არის. ფორდს რომანტიზირებული ჰყავს მთავარი გმირი, რომელსაც რეალურ უაიეთ ერფთან არავითარი მსგავსება არ გააჩნია. ბრძოლა კორალთან უფრო მკვლელობას წააგავდა, ვიდრე ჰოლივუდურ რაინდულ დაპირისპირებას, სინამდვილეში ის სულ 30 წამს გაგრძელდა და 34 გასროლა მოხდა.  თუ როგორ იქმნებოდნენ ასეთი გმირები, კარგად არის ნაჩვენები “მიუტევებელში”, სადაც მსროლელი “ინგლისელი ბობი” (რიჩარდ ჰარისი) ჟურნალისტთან (სოულ რუბინეკი) ერთად მოგზაურობს, თავის “საგმირო” საქმეებს უყვება, რათა მან შემდეგ იგი წიგნში უკვდავყოს…
ლეგენდები და მითები ცნობილ განფაითერების მსხვერპლთა რიცხვს რამდენჯერმე ზრდიდნენ, მაგალითად, ცნობილია, რომ ბილი ქიდს ოთხი კაცი ჰყავდა მოკლული, მაგრამ ლეგენდის მიხედვით 21, ანუ ერთი ადამიანი ყოველ წელზე, რაც მან იცოცხლა. “ველური” ბილ ჰიქოქი ამტკიცებდა, რომ 100-ზე მეტი კაცი ჰყავდა მოკლული და “არც ერთი უმიზეზოდ”, თუმცა, ამის დამამტკიცებელი ისტორიული საბუთები არ არსებობს. ან ავიღოთ უაიეთ ერფი ან სანდენს ქიდი, რომლებიც ფილმებისა და რომანების მიხედვით მარცხნივ და მარჯვნივ ხოცავდნენ, აღმოჩნდა რომ მათ არც ერთი ადამიანი არ მოუკლავთ.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

„ფირალად“ გავარდნა

10:29; 1 ივნისი, 2025
ისტორია

გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

11:27; 26 მაისი, 2025
ისტორია

დედის მოგონება

10:14; 26 მაისი, 2025
ისტორია

„დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

10:03; 26 მაისი, 2025
ისტორია

“სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

09:44; 15 აპრილი, 2025

ზვიად დევდარიანმა საზმაუს ბორდის წევრობიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა

ბესო ქათამაძე: "ვამაყობ ამ ადამიანებით"

ყველა სიახლე

საზოგადოება

186 ქვეყნიდან, საკვების წარმოებით თვითკმარი მხოლოდ გაიანაა – სად არის საქართველო

13:03; 23.06.2025
სამართალი

კახეთში კაცი მოკლეს- რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

12:54; 23.06.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი” არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე _ ხანდახან ურჩევნიათ, ციხეში ჰყავდეთ ისინი”

12:49; 23.06.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება _ მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას”

12:33; 23.06.2025
პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: „ნაცმოძრაობის“ წევრები მართავდნენ შეხვედრებს ევროპარლამენტში, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი არ მიეღო”

12:28; 23.06.2025
სამართალი

ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12:24; 23.06.2025
სამართალი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

11:41; 23.06.2025
სამართალი

უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა- დაკავებულია 7 პირი

11:27; 23.06.2025
საზოგადოება

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიაში და სხვა რეგიონებში

11:12; 23.06.2025
მსოფლიო

“ეკლესიაში შევიდა, ცეცხლი გახსნა, თავი აიფეთქა”- რა მოხდა დამასკოში

10:53; 23.06.2025
პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: “ნებისმიერი სახელმწიფო ჰერჩინსკის მსგავს ანგაჟირებულ, „დიფ სთეითის“ აგენტ პირს დიდი ხნის წინ გააძევებდა ქვეყნიდან”

10:37; 23.06.2025
ზაფრანი

რა დაავადებებს კურნავს ჭარხლის ნახარში

10:13; 23.06.2025
ზაფრანი

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად

9:55; 23.06.2025
ზაფრანი

როგორ ავიცილოთ ინსულტი

9:50; 23.06.2025
საზოგადოება

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

23:11; 22.06.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“რას არ გაიგებ, მოკლედ” _ რას წერს სტეფანე მღებრიშილი

16:36; 21.06.2025
0

“ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება”- ლონდა თოლორაია

14:26; 18.06.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო