ქალაქ ოზურგეთში, უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და გარე მოვაჭრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
“გურია ნიუსი” შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივიდა, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შალვა გაბრიჩიძე გარე მოვაჭრეებს ეუბნებოდა, რომ “გურია ნიუსმა” გამოაქვეყნა ფოტო და აქედან რომ არ აგყაროთ, მე შემექმნება პრობლემებიო: “აგერ არის, ამან გადამიღო სურათი. ვებრძვი და ვერ მივაღწიე ვერაფერს”, _ საკუთარი ვალდებულების შესრულებას მოყოლილი მოვაჭრეების გაღიზიანება ჟურნალისტს გადააბრალა მერიის ჩინოვნიკმა.
წესრიგის დაცვის ასრულების მცდელობის და გაბრიჩიძის წაქეზების შემდეგ, გარე მოვაჭრეებმა “გურია ნიუსს” ვედეოკადრების გადაღებაში ხელი შეუშალეს: “არ გადამიღო სურათი, რა უფლებით მიღებთ სურათს?! იმდენი პრობლემაა ოზურგეთში და მაინცდამაინც გარე მოვაჭრეებს მიადექით?! 50 თეთრად რომ იბარებენ თხილს, ამაზე რატომ არ წერთ?! დაანებეთ საცოდავ ხალხს თავი!” _ გაბრაზებული გვიყვიროდა ერთ-ერთი გარე მოვაჭრე, რის შემდეგ მან ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება სცადა.
დაპირისპირების განმუხტვა არც პატრულის თანამშრომლებს და არც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს არ უცდიათ, რომლებმა შევახსენებთ, რომ არა მარტო ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს, მისთვის სასურველი პროდუქტი მტვერში და ნაგავში ჩაგდებული არ იყიდოს, ხოლო პატრულმა და ჩვენ მიერ დაქირავებულმა ჩინოვნიკებმა ამ უფლების დაცვა უნდა უზრუნველყონ.
აქვე ვკითხავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს და მის მოადგილეებს _ განსაკუთრებით, ოსიკოს, რომელიც “გურია ნიუსს” “ათასგვარი სისულელის” წერაში ადანაშაულებს _ თუ კი ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციები ჟურნალისტებმა უნდა შევითავსოთ, მაშინ რატომ ვაფინანსებთ ამ სამსახურს, რომლის ხელმძღვანელი მართლაც სისულეებს ლაპარაკობს, თან მოსახლეობას ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართულებით ამხედრებს?!
გარდა ამისა, მკითხველს 6 წლის წინანდელ ამბებსაც გავახსენებთ _ შუქრი გაბრიჩიძე “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდშიც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო და 2012 წლის არჩევნების დროს, ოპოზიციას შეხვედრების ჩატარებაში აქტიურად უშლიდა ხელს, თან არჩევნების გაყალბებასაც არ ერიდებოდა.
“ნაცმოძრაობის” ოფისში შეკრებილი საჯარო მოხელეები… ბახმაროში გასაგზავნი ჩანთებით
საარჩევნო შეხვედრას საჯარო მოხელეები გულდაგულ აკვირდებოდნენ
“გურია ნიუსის” მოპოვებული სკანდალური სია _ უბანს პროკურორი აკონტროლებს!
საარჩევნო შეხვედრას საჯარო მოხელეები გულდაგულ აკვირდებოდნენ
ნაცმოძრაობის” ოფისში შეკრებილი საჯარო მოხელეები… ბახმაროში გასაგზავნი ჩანთებით