ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და მარი ჩხიკვიშვილმა კითხვები დასვეს, რაზეც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე იმდენად გაბრაზდა, რომ ყვირილსა და შეურაცხყოფაზე რიად გადავიდა:
“ვინ როგორ მოდის და რატომ მოდის, რატომ სვამს კითხვებს, მაგის მიხვედრას რა უნდა?! დაჯექი, გოგო, შენ მაქანე… შენ ხარ, მარიკა, მხარე და ვისაც მაგის გარჩევა არ შეუძლია, იმას დავასხი თავსლაფი. ვერ დაჯდები მაქა? მხარე, შენ ხარ მოწიკვინე ქალი და ყველამ იცის, აქ იმისთვის მოგიყვანეს, რომ იწიკვინო. ხალხს შია… წიკვინა ხარ შენ…”
დეპუტატებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და მარიკა ჩხიკვიშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
სხდომაზე ყვირილისა და ჩხუბის გამო, შესვენება გამოცხადდა. შარარაშენიძემ იკითხა, რატომ გამოცხადა შესვენება: “შემოვიდა აგერ ერთი, უთხრა გამოაცხადეო და გამოაცხადაო”, _ თქვა მერმა.
_ მტყუნის? დავაგინო? შენ წესიერად იყავი და არ შემოხვიდე აქ, _ უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ შარაშენიძეს.
“ნაციონალმა” დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა კატეგორიულად და ყვირილით განაცხადა:
_ რა პათოსითაც გუშინ შეხვდით მთავრობას, იმ პათოსით თუ ჰკითხეთ, ფაროსანასთვის 62 მილიონი რომ გამოიყო, სად წავიდა?! მშიერია ხალხი, 30 კაცი მოდის დღეში, 20 ლარი მასესხეო…გუბერნატორი გავიდა, თორემ მას ვკითხავდით (დღევანდელ სდხომას ახალი გუბერნატორი ნასარია ესწრებოდა, თუმცა, სხდომა ადრე დატოვა. ავტ.)
ამ ალიაქოთში საკრებულოს სხდომაზე 20-წუთიანი სესვენება გამოცხადდა.