
„ჩვენ უკვე ორი მშვიდობიანი აქცია გავმართეთ და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი მოთხოვნები და წარმოვადგინეთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იბსუს უპირობო სიმართლეს ამტკიცებს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ეს ბრძოლა მოსაგებია და იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის. ხვალ გვიანი იქნება! ეს არ არის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება, ეს არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხი -საგანმანათლებლო საქმიანობის შეზღუდვა დაუშვებელია დემოკრატიულ ქვეყანაში, ვინაიდან ეჭვქვეშ დგება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციაც, იმ 20-ზე მეტ ქვეყნის წინაშე რომელთანაც იბსუ თანამშრომლობს“,_ამბობენ ისინი.
როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება შეეწყვიტა, უნივერსიტეტის ფინანსური დავალიანების გამო მიიღო, თუმცა, უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მათ ფინანსური პრობლემები არ გააჩნიათ.