სტიქიისგან მიყენებული ზიანის გამო, ოზურგეთის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
ძლიერმა ქარმა დააზიანა #1 საჯარო სკოლის სპორტდარბაზი, ასევე, დაწყებითი კლასების კორპუსი. ქარის შედეგად დაზიანდა ნარუჯას, მაკვანეთის, მშვიდობაურის სკოლების კორპუსები. სახურავის ნაწილი გადახადა ლაითურის საჯარო სკოლას.
“ყველა დაზიანებულ სკოლაში განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.მათ სტიქიისგან მიყენებული ზარალი აღრიცხეს. ლაითურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება, _ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი.