ამ წუთებში საგანგებო გააკეთა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, რომლითაც დღეს, საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წევრები თავს შეურაცყოფილად ვგრძნობთ მერის მხრიდან არაეთიკური საქციელის, პიროვნების, საკრებულოს წევრების ღირსების შემლახველი მიმართვების გამო. მერს, რომელსაც აქვს თმენის ვალდებულება და პატივს უნდა სცემდეს საკრებულოს, ეს სრულად იქნა დარღვეული მისი მხრიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, პარასკევს 24 აგვისტოს, გვიან შემოტანილი საკითხით ფორს მაჟორულ სიტუაციაში ჩააგდო საკრებულოს წევრები, თუმცა კომისიებმა შემჭიდროვებულ ვადებში შეძლეს წარმოდგენილი პროექტის შესწავლა და დღეს მისცეს მერის შესაბამის სამსახურს რეკომენდაციები.
აღვნიშნავ, რომ საკრებულოს უმრავლესობა ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ამომრჩველების, მოქალქეების წინაშე და სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან არჩვენებმადე ორი თვის განმავლობაში შეზღუდულია ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება, დღეს, უკან ვწვევთ პირად წყენებს და მოსახლეობის საკეთილდღეოდ ვაგრძელებთ სხდომას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ არა დღეს ჩვენი გადაწყვეტილება, ა(ა)იპ-ებში მერი ვერ გასცემდა ხელფასებს, მოქალქეები ვერ მიიღებდნენ სოციალურ დახმარებებს, სტიქიით დაზარელაბული მოსახლეობას ვერ გაეწეოდა შესაბამისი დახმარება.
სწორედ ეს არის პრიორიტეტული ჩვენთვის და არა მერის მხრიდან მსგავსი საქციელი.
აქვე განვმარტავ, რომ ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯების უკმარისობების პირობებში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მერს”, _ აღნიშნა დავით დარჩიამ.
ამავე თემაზე: ხმაური და ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოში_ “წიკვინა, თავხედო, კორუპირებულო” (ვიდეო)