ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში ბეგლარ სიორიძის წარმომადგენლის, ავთანდილ მექვაბიშვილის მიერ დღეს შეტანილი საჩივარი უკვე განიხილა. მექვაბიშვილი #60/13 ნარუჯის საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას ითხოვდა.საოლქო საარჩევნო კომისიამ მექვაბიშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ მმართველი გუნდის კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 84 ხმით მოუგო. ცესკოს მონაცემებით, შარაშენიძეს 50.11% აქვს, ხოლო სიორიძეს 49.89%.
































































