ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსად, მობილობის წესით, გია მამაკაიშვილის კანდიდატურა შეირჩა და მან სამსახურის უფროსის პოსტი შეინარჩუნა. ამავე სამსახურში თანამდებობები შეინარჩუნეს _ ბიუჯეტირებისა და დაგეგმარების განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ და ბუღალტრული აღრიცხვისა და სახაზინო მომსახურების განყოფილების უფროსმა ნინო დარჩიამ.
ჯერჯერობით, ორი სამსახურის უფროსია დანიშნული _ იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური. უცნობია, ვინ დაიკავებს ოზურგეთის მერიაში სხვა სამსახურების უფროსების პოსტს.
უახლოეს დღეებში დასრულდება საკადრო პოლიტიკის გატარება მუნიციპალიტეტის მერიაში.





































































