ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში 18 წლის ბიჭმა ვენები გადაიჭრა. მიზეზი, სავარაუდოდ, სახიფათო კომპიუტერული თამაში “ლურჯი ვეშაპი” გახდა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ფსიქოლოგებისა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარის ირგვლივ მოკვლევა მიმდინარეობს.