ოზურგეთში აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი შემოაბრძანეს. ხატს მორწმუნეები ქალაქის ცენტრში გალობით დახვდნენ და ეპარქიის სამღვდელოების მიერ დოქსოლოგიის შესრულების შემდეგ, ხატი ოზურგეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
დღეს ხატს ბახმაროს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ფერისცვალების დღესასწაულის შემდეგ კი ხატის მოლოცვა მომლოცველებს ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძარში შეეძლებათ.