ოზურგეთში, დაბა ლაითურთან, შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.
ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს _ ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.