როგორც ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
შემთხვევათა ჯამური რაოდენობა (სულ განვლილ პერიოდში) 2420-ს შეადგენს, ახალი შემთხვევების რაოდენობა ანგარიშგების დღეს (00 საათიდან 24 საათამდე) არის 11, ტესტირებათა საერთო რაოდენობა (კუმულაციური)10 804. აქტიური შემთხვევების რაოდენობაა _ 228: ა) სტაციონარში მკურნალობაზე – 49, ბ) საკარანტინე სივრცეში 61, გ) ბინაზე – 118.


































































