“მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში, პაციენტს, რომელსაც საკეისრო კვეთა უნდა ჩატარებოდა, კოვიდ დადებითი დაუდასტურდა.
ცენტრის ხელმძღვანელის, დავით მდინარაძის თქმით, საკეისრო კვეთის შედეგად გოგონა დაიბადა.
“კლინიკაში სოფელ ნატანებიდან შემოიყვანეს მშობიარე, რომელსაც კლინიკაში შესვლამდე კორონავირუსი დაუდასტურდა. საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა გოგონა, რომელიც 3 კგ-ს იწონის. მისი კოვიდტესტი უარყოფითია. იგი ამ დროისთვის ახალშობილთა განყოფილებაში ექიმებისა და ექთნების ყურადღების ქვეშ იმყოფება. გოგონას სახლში ხვალ წაიყვანენ. დედა კი მკურნალობას განაგრძნობს ჩვენი სამედიცინო ცენტრის კოვიდგანყოფილებაში”, _ გვითხრა დავით მდინარაძემ.