ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გუშინ, ოზურგეთში, ექადიის უბაში, ანასეულის მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც წყარო გვეუბნება, მძღოლმა დ.ღ-მ გაზგასამართ სადგურზე, გაზით შეავსო ავზი და მანქანა დაძრა. მერე სიგარეტს მოუკიდა და უცებ, მასაც და ავტომობილსაც, ცეცხლი მოედო.
მალე სამაშველო სამსახური გამოიძახეს. საბედნიეროდ, სიკვდილს გადაურჩა მძღოლი, მანქანა- დაწვას.
წყაროსავე ცნობით, მძღოლს სახე აქვს დამწვარი. მისი თქმით, თურმე ავზიდან გაზი ჟონავდა და სიგარეტის ანთებისას სალონში ცეცხლი გაჩნდა.