2018 წლის მარტში ოზურგეთში ფუქციონირებას იწყებს ირმა ნიორაძის სახელობის საბალეტო სკოლა, _ ამის შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა ოზურგეთის ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მთავარი ქორეოგრაფმა კობა დუნდუამ.
“საბალეტო სკოლის პედაგოგები ბალეტის ცნობილი სახეები მერი კვაჭანტირაძე და მანანა ნიორაძე იქნებიან. სკოლა ჯუმბერ დუნდუას ქორეოგრაფიული სტუდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა. თებერვალში ჩატარდა მოსწავლეების მიღება და მარტის დასასწყისში ჩატარდება პირველი მეცადინეობა“, _ გვითხრა კობა დუნდუამ.
კობა დუნდუას თქმით, ირმა ნიორაძე აქტიურად ჩაერთვება ოზურგეთის საბალეტო სკოლის განვითარებაში და ხშირად ჩაატარებს მასტერკლასებს.