„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ სკოლებისთვის გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს განახლდება.
პ.ს. დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი არ გადადებულა, მეგობრებო – სწავლა ონლაინ რეჟიმში იწყება.
წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ!“_ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ლელა იმედაშვილი ავრცელებს.