რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წინა საუკუნის 90-იანების სექსსიმბოლო, ცნობილი მსახიობი და მოდელი 54 წლის პამელა ანდერსონი სამსახიობო კარიერის შემდეგ თეატრში აგრძელებს საქმიანობას.
ორი დღის წინ ნიუ-იორკში, ბროდვეის თეატრში ვარსკვლავის დებიუტი შედგა.
პამელა ანდერსონმა თეატრალურ დადგმა „ჩიკაგოში“ „Roxie Hart“-ის როლი მოირგო.