Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელ მამაკაცს კორონავირუსი იტალიაში საყვარელთან ერთად მოგზაურობისას შეეყარა.
როგორც გამომცემლობა წერს, მამაკაცმა, ცოლს უთხრა, რომ სამსახურიდან საქმიანი მივლინებით მეზობელ ქალაქში გააგზავნეს. სინამდვილეში, კი საყვარელთან ერთად, იტალიაში გაემგზავრა.
ქვეყანაში დაბრუნებულ კაცს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, რის გამოც იძულებული გახდა ექიმებისთვის სიმართლე ეთქვა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო წერს, მიუხედავად იმისა, კაცს კორონავირუსი აქვს, საყვარლის ვინაობის დასახელებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.
პაციენტის ცოლი ფიქრობს, რომ ქმარი კორონავირუსით ბრიტანეთში დაავადდა, ხელისუფლების რეკომენდაციებს დაემორჩილა და ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე აგარაკზე, თვითიზოლაციის რეჟიმში გადავიდა.
როგორც ექიმები ამბობენ, მამაკაცი დაავადებაზე მეტად იმაზე ნერვიულობს, რომ ღალატის შესახებ ცოლმა არ გაიგოს.
“პანიკაშია, ჯანმრთელობაზე მეტად ის ადარდებს ღალატი არ გამოაშკარავდეს”,_ ამბობენ ექიმები.