პარლამენტი დღეს ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანდაცვის, სოციალური, კულტურული და სპორტის სფეროები სახელდება. შესაბამისად, გაიზრდება მათი დაფინანსება.
კანონმდებელთა შეფასებით, ბიუჯეტის პარამეტრები დადებითია, რაც ეკონომიკური ზრდის დამსახურებაა, რომელიც, მათივე თქმით, 2026 წელსაც შენარჩუნდება.
































































