
პარლამენტი, პარტია და პრაქტიკულად, ქვეყანა, კობახიძეს უკვე გადააყოლა ივანიშვილმა, მხოლოდ იმისთვის, რომ ის სასამართლო მიეღო, რაც დღეს გვაქვს, _ ამის შესახებ “ტრიბინას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“დღეს უკვე, მარტო ჩვენ კი არა, მთელი დასავლეთი ივანიშვილის ამ ე.წ.“მონაპოვარს“ ერჩის და „ოცნებაში“ იქნებ ახლა მაინც ეყოთ გონი, ფასადურად მაინც აჩვენონ დამოუკიდებლობა და ნიკა მელია გაათავისუფლონ.
თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ მელიას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების შემდეგ შეიძლება პროცესის წარმატებისკენ წარმართვაც და კრიზისი განმუხტვაც.
კობახიძის ამერიკაში „დასალაგებლად“ გაშვება კი, მართლა სასაცილოც აღარაა, მას წარმატება მხოლოდ ივანიშვილთან ენების მიტან-მოტანაში აქვს და იმიტომ“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





































































