დღეს, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური და სოციალური კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებშიმედიის თავისუფლებისა და შრომის ბაზარზე ქალების მდგომარეობის შესახებ იმსჯელებენ.
ამასთანავე, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მომზადებისსაკითხებზე იმსჯელებს და აღმოსავლეთ პარტნიორების მოლოდინებს განიხილავს.
ღონისძიებაში ევროპარლამენტის, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
ევროპარლამენტი, ფონდ „ღია საზოგადოებასთან” და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, უმასპინძლებს კონფერენციას თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის განხორციელება და ასოცირების ვალდებულებები ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში”.
კონფერენციაში პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მიმდინარე წელს, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორების შეთანხმების საფუძველზე, სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას უკავშირდება.