პარლამენტის შენობასთან #სირცხვილია-ს ორგანიზატორებმა გიორგი გახარიას მთავრობის დამტკიცების დროს ცხვრები მიიყვანეს.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ეს ცხვრები საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებს განასახიერებენ.
on.ge-სთან საუბრისას აქციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ცხვრები იქირავეს და ცხვრები საშვთა ბიუროსთან უნდა მიიყვანონ:
_ თუ მდინარაძეს, ვოლსკებს და თალაკვაძეს აქვთ იქ ყოფნის უფლება, ამათ რატომ არ აქვთ?! ვნახოთ რას იზამ, დაუშვებენ თუ არა საშვბეს ცხვრებზე. ჩვენ მივიყვანთ საშვთა ბიუროსთან, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს არ შეეგუოს გახარიას პრემიერობას, რადგან თუ გახარია პრემიერი გახდება, საქართველო რუსეთის გუბერნია იქნება.
ვრცლად იხილეთ on.ge-ს პირდაპირი ეთერი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან