“57 000 000$ ორ დღეში შეეწირა ბიძინა ივანიშვილის ახირებას, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ განულებულია. ოცდაათწლიანი შრომითა და წვალებით მოპოვებული რეპუტაცია არანაირად არ უნდა გადაყოლოდა ბიძინა ივანიშვილის ამ ახირებას”, _ ამის შესახებნაცმოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ “მთავარ არხტან” საუბრისას განაცხადა.
“პოლიტიკურად, ბიძინა ივანიშვილის გადადგმული ეს ნაბიჯი ემსახურება იმას, რომ დასავლეთს ღიად უთხრას – თუ მისი, ოჯახის წევრების ან კლანის წევრების დასანქცირებას დააპირებენ, ის ყველანაირად ეცდება წინააღმდეგობის გაწევას… მან შესანიშნავად იცის, რომ მისი ერთადერთი პარტნიორი რუსეთია.
ჩვენ, თანამედროვე ქართველებს ამ ქვეყანის მომავლის საქმეში უდიდესი წვლილის შეტანა შეგვიძლია.
უნდა გვეამაყებოდეს, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მოქალაქეობრივი სიტყვა საქმით, მონდომებითა და მოტივაციით ვთქვათ. ვიყოთ ამაყები, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, გავამყაროთ სახელმწიფოებრივი შესაძლებლობები და ასევე, გადავიყვანოთ ეს ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრციდან.
მე, როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, ვიბრძოლებ ამ ქვეყნის დამოუკიდებელი მომავლისთვის.
პარტიაში სერიოზული უთანხმოება გვაქვს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მე ამ დღეებში არ მინდა ამაზე ვისაუბრო… მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რის გამოც შემოვედი ამ ბრძოლაში 2013 წელს. ნათელი აუცილებლად მოეფინება ენმ-სთან ერთად ვიბრძოლებ თუ პარტიასთან ერთად, რომელიც ჯერ არ დაფუძნებულა.
არ შეიძლება თანამებრძოლობა არ იყოს დაფუძნებული ღირებულებებსა და ფასეულობებზე.
როდესაც ასეთი აცდენა მაქვს პარტიის ახლანდელ მენეჯმენტთან, რა თქმა უნდა, საბოლოო აკორდს ავიღებ და ვიტყვი, თუ მომიწია ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღება.” _ თქვა ნიკა მელიამ.