პარლამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.
პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს.
“აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია განცხადებაში.
დღეს პარლამენტში იტერპელაციის წესით შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი მიდიან. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან 11:00 საათზე აქციაა ჩანიშნული.