ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე “ქართულმა ოცნებამ“ პარტიიდან გარიცხა.
აღნიშნული “ქართული ოცნების” პარტიის პრესსამსხურში დაგვიდასტურეს: “ორი დღის წინ ჩატარდა პარტიაში კრება და კოტე შარაშენიძე პარტიიდან გაირიცხა”.
აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია “ გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდა:
_ ვიცოდი, თუ არ ვიცოდი, რა მნიშვნელობა აქვს. ისე კი ვიცოდი, რომ გარიცხავდნენ. მეტს ვერაფერს გეტყვით, შეხვედრაზე ვარ”, _ ამბობს დარჩია.
თავად შარაშენიძე ამჟამად ამომრჩევლებს ხვდება და მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ კომენტარს დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური უახლოეს ხანში მოგვაწვდის.