16 წლის გოგო მამამ სოციალურ ქსელ ფეისბუქში აუქციონის წესით გაყიდა და გაათხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა სამხრეთ სუდანში მოხდა.
ბავშვთა უფლება დამცველი ორგანიზაცია PLAN INTERNATIONAL-ის ცნობით, ვაჭრობაში 5 კაცი იყო ჩართული.
გავრცელებული ცნობით, მამამ ბავშვში 500 ძროხა, 3 ავტომობილი და 10 000 დოლარი აიღო.
მომხდარის გამო ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები სოციალურ ქსელს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
როგორც ფეისბუქი აცხადებს, პოსტი აღმოჩენის შემდეგ აიღეს, თუმცა, CNN-ის ცნობით, როცა ეს მოხდა, გოგო უკვე გაყიდული და დაქორწინებული იყო.