პენტაგონმა ოფიციალურად გააუქმა COVID-19 ვაქცინის მანდატი. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა. მაგრამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს COVID-19 ვაქცინაციის “ხელშეწყობას და წახალისებას”.
ცნობისთვის, თავდაცვის ბიუჯეტის წლიური კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში შევიდა, მოითხოვდა ვაქცინის მანდატის გაუქმებას.
პენტაგონმა მანდატი 2021 წლის აგვისტოში დააწესა მას შემდეგ, რაც Pfizer ვაქცინა ოფიციალურად იქნა ავტორიზებული სურსათისა და წამლების სააგენტოს ადმინისტრაციის მიერ. 2 მილიონზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს – ანუ სამხედროების 96%-ს, როგორც აქტიურ, ასევე რეზერვის სტატუსის მქონეს – მიღებული აქვს COVID-19 ვაქცინა.
მემორანდუმის მიხედვით, არავითარი უარყოფითი ქმედება არ განხორციელდება იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ ვაქცინა არ გაეკეთებინათ, ხოლო სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც მიიღეს საყვედური ან სხვა „არასასურველი ქმედება“, ამოიღება ჩანაწერიდან.