ცოტა ხნის წინ, პერის ჰილტონმა ამერიკულ მედიას ინტერვიუ მისცა და საკუთარი ქორწილის საინტერესო პერიპეტიები გაიხსენა.
ქალბატონი პერისი 2021 წლის ნოემბერში დაქორწინდა და მისი რჩეული კარტერ რეუმი გახლდათ.
ჰილტონის მტკიცებით, მსოფლიოს სხვადასხვა დიზაინერმა ერთდროულად 45 საქორწილო კაბა გამოუგზავნა, თუმცა თავის სამდღიან ქორწილში მხოლოდ ექვსი მათგანის ჩაცმა მოასწრო.
პერისს ჯვრისწერისას ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა. ამის შემდეგ მან კაბა პირველი ცეკვისთვის გამოიცვალა.
ჰილტონი ქორწილის პირველ დღეს სტუმრების წინაშე ოთხი საქორწილო კაბით წარდგა, მისი მესამე კაბაც ოსკარ დე ლა რენტას შექმნილი იყო.
დღის ბოლოსთვის მან პამელა როლანდის კაბა შეარჩია.
შემდეგი ორი დღისთვის პატარძალმა ორი კაბა შეარჩია, მარჩესას და კვლავაც, ოსკარ დე ლარენტას ნამუშევრები.
ავტორი