ფეისბუქ “ქალაქის პრობლემებში” პოსტი ვრცელდება, რომლითაც ჯგუფის წევრი “სანდრო” მოსახლეობას აფრთხილებს:
“მოგესალმებით
ვდებ 2 ვიდეოს, ერთი გუშინდელია, მეორე დღევანდელი.. გახშირდა ფაქტები როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”.
პირველ ვიდეოში საღამოს 21:12 წუთზე, გოგომ დააკაკუნა და დედაჩემმა ინსტიქტურად გაუღო კარები, რომელიც ტატუიშნიკ გიორგის ეძებდა. რომ უთხრა, სხვაგან მოხვდითო, ტელეფონი სთხოვა რომ დავრეკოვო, რაზეც უარი მიიღო
მეორე ვიდეოში დილის 11:43 წუთზე, ვიღაც ახალგაზრდა, რომელიც ჩანს, რომ აშკარად არ არის ფხიზელი, აკაკუნებს 3-ივე კარზე, ამ შემთხვევაში დედაჩემმა კარები არ გაუღი, კითხულობდა “კაწიას”, რომელიც თურმე გუშინ დაუტოვებია ვსიღაც გიორგისთან ამ ბინაში და ამ სართულზე.
ფრთხილად იყავით და კარები არავის გაუღოთ, სავარაუდოდ ეძებენ ან ცარიელ ბინას, ან მოხუცს, რომელიც კარს გაუღებს ან ბავშვს.