აშშ სერიოზულადაა დაინტერესებული გრენლანდიის მიერთებით _ მიუხედავად დანიის განცხადებისა, რომ გრენლანდია არ იყიდება, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, ადგილობრივებს ფული გადაუხადოს, _ იუწყება Reuters.
აშშ-ს ოფიციალური პირები განიხილავენ შესაძლებლობას, გრენლანდიელებს გადაუხადონ საკმაოდ დიდი თანხა, რათა ისინი დათანხმდნენ აშშ-სთან შეერთებას.
თანხის რაოდენობა დაზუსტებული არ არის, თუმცა, ლაპარაკია თითოეული მცხოვრებისთვის 10 ათასიდან 100 ათას დოლარამდე გადახდაზე.
ამჟამად კუნძულზე 57 ათასი ადამიანი ცხოვრობს და თანხმობის შემთხვევაში გადასახდელი თანხის რაოდენობა 6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.































































