თბილისში, ფილარმონიასთან ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 18-108 და 236-ე, მუხლით დაიწყო, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სროლის შემდეგ მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მაქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.
კურიერის ინფორმაციით, ის ავტომობილი, რომელიც ტატიშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ჩაცხრილეს, 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნოდა. როგორც რუსთავი 2-სთვის ცნობილი ხდება, ის საჩხერეში ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ავტომობილის უკანა საქარე მინა. თვითმხილველების ინფორმაციით, 5-6 გასროლის ხმა გაიგეს. სროლის თვითმხილველები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები და მათი გამოკითხვა მიმდინარეობს.