28 წლის ამანდა კირშნერი და 20 წლის დევიდ გუზმანი ტეხასში, ოსტინის ტრადიციული მარათონული დისტანციის გარბენისას დაქორწინდნენ.
მორბენალი მეუღლეები თურმე 10 წელია ერთად დარბიან.
ეს უკვე მათი მე-10 მარათონია! უცნაური წყვილის მტკიცებით, სირბილი მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და გარბენის დროს დაქორწინებაც ამიტომ გადაწყვიტეს. დისტანციის 36-ე კილომეტრზე, ნათესავებისა და მეგობრების გარემოცვაში, ისინი ნახევარ საათში დააქორწინა პენსიაზე გასულმა ადგილობრივმა მოსამართლემ და ბედნიერმა ამანდამ ფინიშის ხაზიც ქორწინების მოწმობით ხელში გადაკვეთა.