ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეების მიერ ტროტუარზე გაშლილი კარავი დაშალეს.
აქციის მონაწილეების მხრიდან მათ მისამართით ისმის შეძახილები: “სირცხვილი“, „მოძალადე პოლიცია”.
“სამმართველოში მზია ამაღლობელზე ფიზიკურად იძალადეთ. მოძალადე ხართ”, – მიმართა პოლიციის უფროსს აქციის მონაწილე ციალა ქათამიძემ.
თავის მხრივ, გრიგოლ ბესელიამ ციალა ქათამიძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
“მატყუარა ხართ, თქვენ იტყუებით”, – განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.
წყარო. ipn.ge.