სამხრეთ აფრიკის პროვინცია კეიპში პოლიციის განყოფილებას უცნობო მძარცველები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად 5 პოლიციის ოფიცერი და ჯარისკაცი მოკლეს.
გავრცელებული ცნობით, 3 ოფიცერი თავდასხმის მომენტშივე დაიღუპა, 2 ოფიცერი კი თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს. მათი სხეულები 6 კილომეტრის მოშორებით გზაზე აღმოაჩინეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ცოტა ხნით ადრე სავარაუდოდ სალარო აპარატი გაძარცვეს. მათ სადგურიდან 10 ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციის მანქანა გაიტაცეს.
თავდასხმის მოტივი პოლიციისთვის უცნობია.