შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ სიხარულიძე დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისამდი დაუმროჩილებლბას, ან აპირის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ან ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.
სიხარულიძე ამბობს, რომ შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და პატრული მას უსამართლოდ მოექცა: _ საკრებულოს შენობასთან გავაჩერე ავტომობილი და შემდეგ მოვიდნენ _ ღვედი არ გეკეთაო. ამით დაიწყო ყველაფერი. არ მესმის, ჩემგან რა უნდათ, რატომ გადამეკიდნენ, _ გვითხრა სიხარულიძემ, რომელიც საპატრულო პოლიციამ გასულ წელსაც დააკავა. მაშინ პატრულს ეჭვი ჰქონდა, რომ სიხარულიძე ნასვამი მართავდა ავტომობილს, რაც არ დადასტურა, თუმცა, იგი ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. ვლადიმერ სიხარულიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც დღეს, მისი დაკავებისას პატრულის თანამშრომლებსაც უთხრეს ადამიანებმა, რომლებიც დაკავების მომენტს შეესწრნენ.
სიხარულიძე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ ხელწერილით გაათავისუფლეს, რომლის თანახმად, ის ხვალ 11 საათზე სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადდეს.