ვაქცინის სარეგისტრაციო პორტალი, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დღეს, 15:00 საათიდან იქნებოდა რეგისტრაცია შესაძლებელი, პერიოდულად ითიშება.
ვებგვერდი ამ წუთებშიც შეფერხებით მუშაობს და შესაბამისად, მოქალაქეები „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.
მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ IT სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სარეგისტრაციო პორტალის მუშაობა არ შეფერხებულიყო.