ზამთრის ბოლო დღეს გურიაში თოვლი მოვიდა _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს გადააჭარბა. საკმაოდ დიდი თოვლია სოფელ ზოტშიც, თოვლით დაიფარა სოფელ ფარცხმის მთები. როგორც გვითხრეს თოვა დაიწყო სოფელ სურებშიც.