წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა ოკუპაციის გარდა, ქვეყნისთვის დიდ გამოწვევად სამუშაო ადგილები დაასახელა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ბიზნესთან მეტი უნდა იმუშაოს.
„უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.
რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს, თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი.
მთავრობის ძირითადი ამოცანაა ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს.
სწორედ ამიტომ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ,“_ განაცხადა გახარიამ.