საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი Freedom House-ის დასკვნას გამოეხმაურა. პრემიერის შეფასებით ანგარიში “უკიდურესად არაობიექტური და დაუბალანსებელია”.
“Freedom House-ის” შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზე დაყრდნობილი და მე ვფიქრობ Freedom House ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ დაუბალანსებელ ინფორმაციას ავრცელებს, შეფასებებს საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით. ვუერთდები ირაკი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავსირებით”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
Freedom House-ის დასკვნა გააკრიტიკა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა და ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.
Freedom House-ის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგი 0,07 ქულით გაუარესდა.
ანგარიშის თანახმად, თავისუფალი მედიის რეიტინგი 4.00 ქულიდან 4.25 ქულამდე დაეცა საზოგადოებრივ მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის აშკარა პოლიტიზირებულობის, კრიტიკულ მედია არხზე „რუსთავი 2“-ზე ზეწოლისა და პროსამთავრობო კერძო ტელევიზიებს შორის მესაკუთრეობის საკითხის კონსოლიდირების გამო.