საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის ალ.წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ” აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს ფონდ “ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანმა მიაწოდა.
1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.