კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში დღეს დილიდან ლანჩხუთში სატრანსპორტო შიდა მიმოსვლა შეჩერებულად გამოცხადდა, მაგრამ ამან გარკვეული უხერხულბები გააჩინა როგორც მძღოლების, ისე მგზავრების მხრიდან.
მით უფრო რომ შიდა მიმოსვლაზე არის საუბარი, დილით ჭაპანა-ეწერის მარშუტზე ტრანსპორტი ჩვეულებრივ მოძრაობდა, მაშინ როცა სხვა მიმართულებით აკრძალვა ამოქმედდა. მოგვიანებით ეს ხაზი გააჩერეს, მაგრამ ამან უკვე მგზავრების უკმაყოფილება გამოიწვია-აქეთ თუ ჩამომიყვანეს, იქეთ რატომ აღარ უნდა წამიყვანოსო. აღინიშნა ისიც, რომ შიდა მიმოსვლის შეზღუდვის გამო განსაკუთრებლად ზარალდებიან მაღალმთიანი ზონაში მაცხოვრებელი მოქალაქეები, რომლებიც ფაქტობრივად რაიონული ცენტრისგან მოწყვეტილები რჩებიან.
გაურკვევლობა შექმნა იმანაც, რომ ლანჩხუთი-ურეკის მიმართულებით სამარშუტო მიკროავტუბუსებს გასვლის ნება არ ქონდათ, მაშინ, როცა ეს შიდა მიმოსვლის ფარგლებს სცდება. მძროლები აპროტესტებდნენ, რომ თუ ბათუმსა და თბილისში გაკეთდა რეისები, ურეკი რატომ იყო გამონაკლისი.
მოგვიანებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მართლაც იყო ხარვეზიანი და დაგვპირდნენ დღის ბოლოსთვის საბოლოოდ დაზუსტდება, თუ კონკრეტულად რომელი მიმართულებით იქნება შეზღუდვები. თან ისიც დაგვიკონკრეტეს, რომ სამარშუტო მიკროავტობუსებს, მათ შორის შიდა ქსელზე მომუშავეს, დეზინფექცია დღის განმავლობაში ორჯერადად უტარდებათ.


































































