პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს ხელს აწერს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების, ე.წ მოსმენების ახალი სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 31 მარტიდან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა, პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით, ამით, ფაქტობრივად, ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი დამოუკიდებელი სისტემა, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს, მის გადაწყვეტილებას, ხელს აწერს იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. ამავე დროს საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება ის ფაქტი, რომ მრავალი ორგანიზაცია თუ ადამიანი აპირებს, რომ ახალი სისტემის შექმნისთვის იბრძოლოს სხვადასხვა სამართლებრივ ასპარეზზე, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში თუ სტრასბურგში“, _ განაცხადა ანა დოლიძემ.