საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ერთი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელიც სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეწყალებული პირის ვინაობა უცნობია.