30 იანვარს, მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტის, დომოდედოვოს მფლობელის, მილიარდერ დიმიტრი კამენშჩიკის აქტივები დააყადაღა, რის შემდეგაც ეს აეროპორტი და მილაირდერის აქტივები სახელმწიფოს გადაეცემა, _ იუწყება meduza.io.
სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ საწარმოს სახელმწიფოსთვის გადაცემის მოთხოვნით შეიტანა.
რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა სამეთვალყურეო ორგანოს კიდევ ერთი სარჩელი: რუსეთის ფედერაციაში საწყობის უძრავი ქონების უმსხვილესი მფლობელის კომპანიების Raven Russia ჯგუფის, აქტივები გადაეცა სახელმწიფოს.
საერთო ჯამში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 200-მდე კომპანიას შეექმნა ნაციონალიზაციის რისკი და მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა ამის თავიდან აცილება.