რძეს მუშა ფუტკრები ჯირკვლებიდან, ყვავილის მტვრისა და თაფლისგან გამოიმუშავებენ. ფუტკრის რძე არაჟნისმაგვარი, მოთეთრო-მოყვითალო ფერისა და მომჟავო გემოს პროდუქტია. ის უნიკალური საშუალებაა, რასაც კიდევ ერთი ფაქტიც ადასტურებს:
დედა ფუტკარი დაბადებიდან ფუტკრის რძით იკვებება და 8-10 წელიწადს ცოცხლობს, ხოლო მუშა ფუტკარი დაბადებიდან 3 დღის განმავლობაში იკვებება ფუტკრის რძით, შემდეგ – თაფლითა და ყვავილის წვენით და ცოცხლობს მხოლოდ შვიდ თვეს. საკვებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
ფუტკრის რძე სიბერის შემაჩერებელი უნიკალური ნივთიერებაა, რომელიც გულის მუშაობასაც აუმჯობესებს. იაპონიის სკოლებში მას უფასოდ არიგებენ, რადგან აზროვნების უნარსა და ტვინის მუშაობას შესამჩნევად აუმჯობესებს. ის შეუცვლელია სპორტსმენებისთვის, რადგან ენერგიის საოცარი წყაროა, რაც მე საკუთარ თავზეც გამომიცდია. თუმცა, ფუტკრის რძე არ უნდა მიიღოს იმან, ვისაც ალერგია აქვს ყვავილის მტვერზე და შესაბამისად, ფუტკრის პროდუქტებზეც.