ქალები ცოტათი უფრო ჭკვიანები არიან, „ვიდრე მამაკაცები“, – ასეთი დასკვნა გააკეთეს კონკურსის მომწყობებმა, რომელიც ხუთი თვის განმავლობაში ტარდებოდა ინტერნეტში მსოფლიოს ცხრა ენაზე. პოპულარული სამაგიდო თამაშის – „თრივიელ ფორსით“-ის მონაწილეებმა პასუხი გასცეს 15 121 731 კითხვას, რომელთაგან 4 088 139 სწორი პასუხი გასცეს ქალებმა, ხოლო 4 077 596 – მამაკაცებმა.
თუმცა, კითხვათა კატეგორია სამაგიდო თამაშში შემთხვევითი გზით განისაზღვრება – „ონლაინ შემკითხველთან“ მუშაობისას მონაწილეები თავისუფალნი იყვნენ კატეგორიის არჩევაში. ყველაზე პოპულარული კატეგორია გახდა „გართობის განყოფილება“, შემდეგ – „მეცნიერება და ბუნება“, „სპორტი და დასვენება“, „ისტორია“, „ხელოვნება და ლიტერატურა“, „გეოგრაფია“ და, ბოლოს – „ადამიანები და ადგილი“.
გართობის კატეგორიაში ქალები აღმოჩნდნენ უძლიერესები და ირჩევდნენ ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები. მთლიანად კითხვებზე ამ კატეგორიიდან სწორი პასუხი გასცა მონაწილეთა 56,8 პროცენტმა. „მეცნიერება და ბუნების“ კატეგორიის კითხვებზე სწორად უპასუხა 54,4 პროცენტმა, ხოლო კატეგორიიდან „ადამიანები და ადგილი“ პასუხების მხოლოდ 41,7 პროცენტი აღმოჩნდა სწორი.
მამაკაცებმა უფრო მეტი სწორი პასუხები გასცეს შეკითხვებზე კატეგორიაში „მეცნიერებასა და ბუნებაზე“ – 57 პროცენტი, ოდნავ ნაკლები – „გართობაზე“ – 56,7 პროცენტი. ისინი ქალებზე ორჯერ უფრო ხშირად ირჩევდნენ კატეგორიას „სპორტსა და დასვენებაზე“ – აქ მათ სწორი პასუხი გასცეს შეკითხვათა 54,8 პროცენტს. ყველაზე ცუდად კი მათ „გეოგრაფია“ და კატეგორია „ადამიანები და ადგილი“ იცოდნენ – ამ კატეგორიიდან სწორი პასუხი კითხვების მხოლოდ 49,9 პროცენტს გასცეს.
კითხვებზე, რომლებიც რამდენიმე ვარიანტიდან ერთის არჩევას გულისხმობდა, პასუხი უნდა გაცემულიყო 20 წამის განმავლობაში. ეს შეზღუდვა იმის გამო შემოიღეს, რომ მონაწილეებს არ შესძლებოდათ პასუხის მოძიება წიგნებში ან, თუნდაც, ინტერნეტში.
თავდაპირველად მამაკაცები დაწინაურდნენ, მაგრამ, გამოკითხვის უკანასკნელ სტადიაზე ქალებმა მაინც აჯობეს.
თამაშში მონაწილეობა შეიძლებოდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, ჰოლანდიურ, ფინურ, ნორვეგიულ, შვედურ და დანიურ ენებზე.
ავტორი