ბორჯომში მომხდარ უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 30 წლის ასაკის ქალი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მინდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
წყარო: ფორტუნა