ქალი–ვერძი
ქალი-ვერძები სერიოზულები და სექსუალურები, ღირსეულები და დამოუკიდებლები არიან. მათი ყურადღება მიმართულია საკუთარ თავზე და კარიერაზე. შეუძლიათ იცხოვრონ ცხოვრების თანამგზავრის გარეშეც. პარტნიორისთვის მთელი გულით და სულით ერთგულები არიან. მათთან ქორწინებაში მამაკაცი ბედნიერი იქნება. ვერძების ცხოვრება მუდმივი ცვლილებებისგან შედგება.
ქალი–კურო
ქალურები, ელეგანტურები, აღმერთებენ ყველაფერ ლამაზს. უყვართ ძვირფასი საჩუქრები. ეჭვიანები და ჯიუტები არიან, მაგრამ შეუძლიათ შექმნან ჰარმონია და თბილი ატმოსფერო.
ქალი–ტყუპი
დამოუკიდებლები, ჭკვიანები, საინტერესო მოსაუბრეები და კომპანიონები. აქვთ მდიდარი სასიყვარულო ბიოგრაფია. ცხოვრობენ ოცნებით, იპოვონ იდეალური მამაკაცი.
ქალი–კირჩხიბი
მორცხვები, ჩაკეტილები, მგრძნობიარეები. არ არიან მიდრეკილი ცხოვრების ბომონდურ სტილთან.
ქალი–ლომი
იმპულსური ნატურა, ხელგაშლილი, მაგრამ მომთხოვნი. არ იცის კომპრომისი. ერთდროულად იზიდავს და განიზიდავს მამაკაცებს. ისწრაფვის დამოუკიდებლობისკენ. შესანიშნავი დიასახლისი და დედაა.
ქალი–ქალწული
ცივი, თავშეკავებული. განსაკუთრებით სიყვარულში. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკის წესების დაცვა. პრაგმატული, კრიტიკული და საინტერესოა. ადვილად ამყარებს კომუნიკაციას.
ქალი–სასწორი
ზრდილობიანი, მომხიბვლელი, საყვარელი, მისტიკური. დელიკატური, გაწონასწორებული. უყვართ ცხოვრება ლამაზად და კომფორტულად.
ქალი–მორიელი
დამოუკიდებელი, შურისმაძიებელი, რაციონალური. მორიელების ნატურაში ერთნაირად თავსდება ურთიერთგამომრიცხავი თვისებები. რაც მას ერთდროულად რთულსაც ხდის და მიმზიდველსაც.
ქალი–მშვილდოსანი
მუდმივი მოსწავლეები და ამავდროულად მკვლევარები. ძნელად ახერხებენ მყარი ურთიერთობების აშენებას.
ქალი–თხის რქა
არ ისახავს მარტივ მიზნებს და არ ეძებს მარტივ გზებს. მისი გონება ყოველთვის ცივი და ნათელია.
ქალი–მერწყული
მეგობრული, მოქნილი, დამოუკიდებელი. სამყაროს ნათლად აღიქვამს. აქვს ორიგინალური იდეები. გარშემომყოფებს ცოტა დროს უთმობს.
ქალი–თევზები
მომხიბვლელი, დახვეწილი, ნიჭიერი, უყვარს ყველაფერი ლამაზი და ძვირფასი. აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო.
[sexy_author_bio]