შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, წელს, იანვარი-ივნისის პერიოდში გურიაში ქალთა მიმართ ძალადობის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ძალადობის მსხვერპლი 25-44 წლამდე ასაკის 2 ქალი გახდა.
რაც შეეხება ძალადობის სახეების ამსახველ სტატისტიკას, ქალთა მიმართ ადგილი ჰქონდა 1 ფიზიკურ, ხოლო 2 ფსიქოლოგიური სახის ძალადობას.
































































